ახალი ამბები

ევროპის საბჭო მოუწოდებს რუსეთს დაეხმაროს საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დადგენილებაში, რომელიც რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას ეხება, ასამბლეა მოუწოდებს მოსკოვს “კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საქმეში.


“მეზობელი და რეგიონის სხვა ქვეყნების სპეციალური გავლენის ზონებად განხილვისას, [ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს] კონსტრუქციული როლი ითამაშოს ღია საკითხების მოგვარებაში და შეწყვიტოს ისეთი საქმიანობა, როგორიცაა რუსული პასპორტების გაცემა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოსახლეობისთვის, რაც – პირდაპირ ან არაპირდაპირ – შეარყევს ამ ქვეყნების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, ნათქვამია დადგენილებაში.


ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს “ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა შეიქმნას პირობები მესხეთელი თურქების ნებაყოფლობითი დაბრუნებისთვის იმ რეგიონებში, საიდანაც ისინი დეპორტირებულ იქნენ“ 1944 წელს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button