skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციამ ცსკ–ს რეფერენდუმის თაობაზე მიმართა

დღეს ოპოზიციური “რესპუბლიკელების“, “კონსერვატორების“, მოძრაობა “ფორუმი კეთილდღეობისა და დემოკრატიისათვის“ და რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცსკ) რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭირო 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებაზე თანხმობის მისაღებად განაცხადი წარადგინა.


ოპოზიცია მოითხოვს მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით ასარჩევად რეფერენდუმის ჩატარებას, რაზეც თანხმობა ახლადშექმნილმა ცსკ–ომ უნდა გასცეს, თუმცა რეფერენდუმის დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა.


“რეფერენდუმის შესახებ“ კანონის მიხედვით, ცსკ რეგისტრაციაში ატარებს სარეფერენდუმოდ შემოთავაზებულ საკითხს და ერთი თვის ვადაში გასცემს შესაბამის მოწმობას, რის შემდეგაც საინიციატივო ჯგუფი იწყებს ხელმოწერების შეგროვებას; თუმცა “რეფერენდუმის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში ცსკ–ს შეუძლია რეფერენდუმის პროცედურების შემდგომ მსვლელობას უარი უთხრას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button