ახალი ამბები

ცხინვალი გაუჩინარებულ ქართველებზე ინფორმაციისათვის ფულად ჯილდოს აწესებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება 50 ათას რუბლს (3,1 ათას ლარს) აწესებს 6 ივნისს ცხინვალიდან დაკარგული ოთხი ქართველის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, იუწყება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი 14 ივნისს. 


დღესვე ცხინვალის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა უარყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე 13 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოთხი ქართველის “გამტაცებლები“ არიან  ცხინვალის ე.წ. “ტექსტილის“ დასახლების კრიმინალური ჯგუფის წევრები რუდიკ ბესტაევი და აცამაზ კოჩიევი. 


“არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი ფაქტი,  რომ ეს პიროვნებები ქართველების გაუჩინარებასთან არიან დაკავშირებულები“, იუწყება ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button