ახალი ამბები

პუტინმა საქართველოსთან ჩარჩო ხელშეკრულების მოსამზადებლად ახალი კომისია შექმნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 8 ივინსს გამოსცა განკარგულება ახალი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების პროექტს მოამზადებს, იუწყება პრეზიდენტის ვებ–გვერდი.


21 წევრიან კომისიას უხელმძღვანელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იგორ სავოლსკი, ხოლო პასუხისმგებელი მდივანი იქნება ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ლევ მირონოვი. ორივე მათგანი ჩართულია საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანაზე მიმდინარე რუსულ–ქართულ მოლაპარაკებებში.


ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობა 2001 წლიდან დაიწყო, თუმცა პროექტის ცალკეული პუნქტები ამ დრომდე კვლავ შეუთანხმებელია, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მესამე ქვეყნის ჯარების განლაგების აკრძალვის თაობაზე დებულება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button