ახალი ამბები

კოტე კემულარია სტრასბურგში ტერი დევისს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი კოტე კემულარია 9 ივნისს სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტერი დევისს შეხვდა.


ევროპის საბჭოს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის წინაშე საქართველოს ვალდებულებების შესრულების საკითხი, კერძოდ, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის, რეგიონალურ და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიისა და განახლებული სოციალური ქარტიის რატიფიცირების საკითხები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button