ახალი ამბები

თბილისში საჰაერო ტრანსპორტის დისპეჩერთა მოსამზადებელი ცენტრი იხსნება

საქართველოს საჰაერო ნავიგაციის დეპარტამენტმა და ბრიტანულმა Astac International Ltd . მიაღწეიეს შეთანხმებას საჰაერო ტრანსპორტის დისპეჩერთა მოსამზადებელი ცენტრის თბილისში გახსნის თაობაზე. ცენტრი ყველა საჭირო მოწყობილობებით იქნება აღჭურვილი.


კომპანია Astac Ltd. საავიაციო მომზადების სფეროშია სპეციალიზირებული. მის ძირითად საქმიანობას საჰაერო ტრანსპორტის დისპეჩერთა მომზადება წარმოადგენს. იგი აკრედიტირებულია გაერთიანებული სამეფოს საავიაციო დეპარტამენტის და ICAO-ს მიერ.


თბილისის ცენტრი ასევე მოამზადებს დისპეჩერებს სამხრეთ კავკასიის მეზობელი ქვეყნებიდან და შესაძლოა თურქეთიდან და ირანიდან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button