ახალი ამბები

სასაზღვრო ნაწილის ოფიცერი დააკავეს

ლაგოდეხის სასაზღვრო ნაწილის ოფიცერი ალექსანდრე მაჭარაშვილი მასზე დაქვემდებარებულ ნაწილის სამხედროებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დღეს კახეთის საოლქო პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს.


რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის სასაზღვრო ნაწილი ოთხმა სამხედრომ თვითნებურად დატოვა. ამის მიზეზად მათ 8 ივნისს კახეთის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე ხელმძღვანელობის მხრიდან შეურაცხმყოფელი მოპყრობა დაასახელეს.


9 ივნისს სახალხო დამცველის მოადგილემ ბაჩო ახალაიამ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები დაადასტურა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button