ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი ჯერ ბრიუსელს, შემდეგ ვაშინგტონს ეწვევა

დღეს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 9-10 ივნისს ნატო-ს ევროატლანტიკური საბჭოს ეგიდით თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება.


ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ოქრუაშვილი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ესტონელ კოლეგასთან და საქართველოსა და ესტონეთს შორის სამხედრო დარგში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. 


13-17 ივნისს ირაკლი ოქრუაშვილი ბრიუსელიდან აშშ-ში გაემგზავრება, სადაც საქმიან შეხვედრებს გამართავს აშშ-ს თავდაცვის მდივან დონალდ რამსფელდთან და აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელობასთან.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მსვლელობისას მხარეები განიხილავენ სამხედრო სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებს.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button