ახალი ამბები

თურქეთი საქართველოს თავდაცვის სფეროს დახმარებას განაგრძობს

დღეს თავდაცვის სამინისტროში საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვით თურქეთი 2005 წელს შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის მიზნებისთვის საქართველოს გრანტის სახით 1 550 000 აშშ დოლარს გამოუყოფს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა 1996 წელს “სამხედრო წვრთნის, ტექნიკისა და მეცნიერების სფეროში” გაფორმებული ხელშეკრულებით დაიწყო, შემდეგ 1997 წელს ხელი მოეწერა დოკუმენტს “სამხედრო მომზადების სფეროში თანამშრომლობის“ შესახებ.  1998 წლიდან დღემდე თურქეთმა საქართველოს თავდაცვის სფეროს გრანტის სახით 37 400 000 აშშ დოლარი გამოუყო.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button