ახალი ამბები

ქართველი და რუსი ექსპერტები ბაზებზე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ თბილისში

დღეს რუს ექსპერტთა დელეგაცია ეწვია თბილისს ახალქალაქიდან და ბათუმიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით. დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ლევ მირონოვი ხელმძღვანელობს.


ქართულ–რუსული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მთავარი მიზანია იმ იურიდიული დოკუმენტების შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს 30 მაისს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ერთობივი გაცხადების რეალიზაციას, რომელიც ბაზების გაყვანას 2005–2008 წლებში ითვალისწინებს. 


“შეცევდებით განცხადებაში გათვალისწინებული დებულებები იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტად ვაქციოთ“, განუცხადა 8 ივნისს თბილისის აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს ლევ მირონოვმა.


ბაზებზე ოფიციალური შეთანხმების შემდეგ მოსკოვში 31 მაისს–1 ივნისს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ეს ორი ქვეყნის ექსპერტთა მეორე შეხვედრაა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button