ახალი ამბები

იუშჩენკომ თურქეთს სუამის ფარგლებში გააქტიურება შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, რომელიც 6–8 ივნისს ანკარას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, თავის თურქ კოლეგას აჰმედ ნეჯეთ სეზერს სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ფარგლებში აქტიური პოზიციის დაკავება და ორგანიზაციის მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი შესთავაზა.


უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური 7 ივნისს პრეზიდენტ იუშჩენკოს სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უახლოეს პერიოდში სუამის მიზანია კასპიისა და შავი ზღვების აკვატორიაში ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება და სასაზღვრო კონფლიქტების მოგვარება კავკასიასა და დესტრისპირეთში.


“ამ საკითხებში თურქეთს აქტიური პოზიციის დაკავება შეუძლია“, იუწყება უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button