ახალი ამბები

სოხუმს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ფინეთის ელჩი ესტუმრა

7 ივნისს სოხუმში თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ფინეთის ელჩს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ტერჰი ჰაკალას შეხვდა, სადაც ქართულ–ოსური კონფლიქტის დარეგულირების საკითხები განიხილეს, იუწყება “აფსნიპრესი“.


ფინეთის ელჩი ასევე დაინტერესდა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე  პროექტების განხორციელებით. 2006 წლიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ფინეთი ხდება.


1997 წლიდან ევროკავშირი საქართველოს კონფლიქტურ ზონებში  – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პოსტ-კონფლიქტურ სარეაბილიტაციო პროგრამებს აფინანსებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button