ახალი ამბები

BSEC-ის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კიევში ტარდება

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 25-ე პლენარული სხდომა 7-9 ივნისს კიევში გაიმართება. 


PABSEC-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ სხდომის ძირითადი თემა მიეძღვნება ევროკავშირის გაფართოებას და შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის ახალ მოდელებს.


სხდომაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც იღებს მონაწილეობას პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით.


შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც 1993 წელს დაფუძნდა, 12 წევრს აერთიანებს. ესენია: ალბანეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუსეთის ფედერაცია, სერბეთი და ჩერნოგორია, უკრაინა და თურქეთი. ორგანიზაციის მიზანს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება წარმოადგენს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button