ახალი ამბები

ივანოვი: რუსეთ–საქართველოს საზღვარზე ორი ახალი ბრიგადა შეიქმნება

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი 6 ივნისს აცხადებს, რომ მესაზღვრეების დახმარების მიზნით რუსეთ–საქართველოს საზღვარზე შეიქმნება ორი ახალი სამთო–მსროლელი ბრიგადა, რომელიც “აღკვეთავს ტერორისტების შეღწევას საქართველოდან რუსეთში“.


“უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ყველა დონეზე“,  იუწყება “რია ნოვოსტი“ ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მსუბუქი ბაზების შეიარაღება იქნება სრულიად გასხვავებული, სადაც იქნებიან საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებიც.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button