ახალი ამბები

ოპოზიცია მერების და გამგებლების პირდაპირი გზით არჩევისათვის რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს

დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა “რესპუბლიკელებმა“, “კონსერვატორებმა“ და მოძრაობამ “ფორუმი კეთილდღეობისა და დემოკრატიისათვის“ გამართეს ერთობლივი პრეს–კონფერენცია, სადაც გაცხადდა, რომ ისინი ერთიანდებიან რეფერენდუმის გამართვის საკითხის გარშემო, რომლითაც მოსახლეობა გამოხატავს ნებას გამგებლებისა და მერების პირდაპირი გზით არჩევასთან დაკავშირებით.


“დადგა დრო კოორდინაციისა“, განაცხადა ოპოზიციის ერთიან მიზანთან  დაკავშირებით “ფორუმი კეთილდღეობისა და დემოკრატიისათვის“ ლიდერმა აკაკი ასათიანმა.


მომავალ კვირას, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ერთობლივი ძალისხმევით შეაგროვებს 200 ათასს ხელმოწერას, ისინი მიმართავენ ახლადარჩეულ ცეტრალურ საარჩევნო კომისიას (ცსკ) რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით, რომლის დროსაც მოქალაქეებს ერთადერთი კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა: “თანახმა ხართ თუ არა საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში მერები და გამგებლები იყვნენ პირდაპირი გზით არჩეულნი ამავე დასახლებული პუნქტის მოსახლების მიერ?“.


ცსკ, რომლის ახალი შემადგენლობაც პარლამენტმა 3 ივნისს დაამტკიცა, არის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც თახმობას გასცემს რეფერენდუმის ჩატარებაზე.


“ჩვენ გამოცდას მოვუწყობთ ახალ ცსკ–ს და ვნახავთ, რამდენად დამოუკიდებლები არიან ისინი ხელისუფლებისაგან“, განუცხადა 4 ივნისს ჟურნალისტებს “რესპუბლიკელების“ ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button