ახალი ამბები

მოსკოვმა ეუთოს ბაზების გაყვანის თაობაზე თბილისთან მიღწეული შეთანხმება გააცნო

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში ალექსეი ბოროდავკინმა 2 ივნისს, ვენაში ეუთოს მუდმივ საბჭოს რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 30 მაისს ხელმოწერილი იმ განცხადების  დეტალები გააცნო, რომელიც ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების და რუსეთის სხვა კუთვნილი სამხედრო ობიექტების საქართველოდან გაყვანას 2005–2008 წლების განმავლობაში ითვალისწინებს.


ამასთან, ბოროდავკინი შეეხო ბაქოს შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ საქართველოდან გაყვანილი ბაზების ნაწილი სომხეთის ტერიტორიაზე განთავსდება და აღნიშნა, რომ “ეს ქმედებები არ წარმოადგენს საფრთხეს მეზობელი ქვეყნებისათვის“.


“სომხეთში განთავსებული რუსული შეიარაღება არ გადააჭარბებს იმ ზღვარს, რაც გათვალისწინებულია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ადაპტირებული ხელშეკრულებით. ეს შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა რუსული მხარის სრულ და მუდმივ კონტროლქვეშ იქნება“, იუწყება  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 3 ივნისს ბოროდავკინის სიტყვებზე დაყრდობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button