ახალი ამბები

ევროპის საბჭო რუსეთს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გამო აკრიტიკებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დადგენილების პროექტი, რომელიც რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას ეხება, მოუწოდებს მოსკოვს კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში.


“მეზობელ და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის კუთხით, საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს ღია საკითხების მოგვარებაში და შეწყვიტოს ისეთი ქმედებები, როგორიცაა რუსული პასპორტების გაცემა აფხაზეთის და სამხრეთის თვითგამოცხადებული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის, რაც – პირდაპირ ან ირიბად – დაარღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, ნათქვამია დადგენილებაში.


დოკუმენტი ასევე მოუწოდებს რუსეთს “ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა შეიქმნას პირობები მაჰმადიანი მესხების ნებაყოფლობით დასაბრუნებლად იმ რეგიონებში, საიდანაც ისინი 1944 წელს ძალით გაასახლეს“.   


დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ გასული სამი წლის განმავლობაში რუსეთმა მცირე პროგრესს მიაღწია ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით. დადგენილების პროექტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა განიხილავს, რომელიც ივნისის ბოლოს, სტრასბურგში გაიმართება.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button