ახალი ამბები

უკრაინის პრემიერ-მინისტრი: სუამი დსთ-ის ალტერნატივა არ არის

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ 3 ივნისს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურთა სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სუამი (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და აზერბაიჯანი) “არ უნდა იქნას მიჩნეული, როგორც დსთ-ის ალტერნატივა“.


ტიმოშენკომ სამიტის შემდეგ გამართულ დსთ-ის წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურთა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა. კითხვაზე აპირებს თუ არა სუამი ყირგიზეთის შესაძლო წევრობის საკითხი განიხილოს, ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ორგანიზაცია მიესალმება ახალ წევრებს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ “არავის უნდა გაუკვირდეს, თუ ყირგიზეთი გახდება სუამის წევრი“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button