ახალი ამბები

თბილისს ამერიკელი სენატორი და გენერალი სტუმრობენ

დღეს თბილისში აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჩაკ ჰეიგელი და აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე გენერალი ჩარლზ უოლდი ჩამოვიდნენ, რომლებიც შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და თავდაცვის მინისტრს.


საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სენატორი და გენერალი აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარეობას გაეცნობიან და კონსულტაციებს გაუწევენ ქართულ მხარეს.


სტუმრები მოინახულებენ კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს, სადაც დაესწრებიან “საბრძოლო მოქმედებებისას სიცოცხლის შენარჩუნების წვრთნებს“, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს  ქართულ-ამერიკული პროგრამა “სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების“ (SSOP) ფარგლებში უტარდებათ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button