ახალი ამბები

ოპოზიცია ცსკ–ს ახალი შემადგენლობის წინააღმდეგია

პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) წევრობაზე წარდგენილ 13 კანდიდატთან შეხვედრის შემდეგ 1 ივნისს დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიებიდან “ახალი მემარჯვენეები“, “რესპუბლიკელები“ და “კონსერვატორები“ გამოთქვეს ეჭვი, რომ წარმოდგენილი კანდიდატები არჩევნების დროს ვერ იქნებიან მიუკერძოებლები.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცსკ–ს თავმჯდომარის პოსტზე წარადგინა გია ქავთარაძე, რომელიც საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივნობიდან გადადგომის შემდეგ მუშაობდა საკონსულტაციო ფირმაში “დამენია, ვარშალომიძე, ნოღაიდელი და ქავთარაძე“, რომლის დამფუძნებელი იყო მოქმედ პრემიერ–მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან კახა დამენიასთან ერთად.


ცსკ–ს წევრობის ორი კანდიდატი კი სახელმწიფო მოხელეები არიან. ზურაბ ფაჟავა სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილეა, ზურაბ პაპუაშვილი კი შსს–ში მსახურობს.


“ახალი მემარჯვენეების“ განცხადებით, კანდიდატების ნაწილი  მთავრობასთან ასოცირდება და ნაწილიც მმართველი “ნაციონალური მოძრაობისადმი“ ლოიალურია. თუმცა ამ მოსაზრებას თავად კადიდატები კატეგორიულად უარყოფენ.


7–კაციანი ცსკ–ს დაკომპლექტების ახალი წესის მიხედვით, პარლამენტმა 12 წევრობის კანდიდატიდან 6 უნდა აირჩიოს და ასევე მხარი უნდა დაუჭიროს პრეზიდენტის მიერ თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ ერთ კანდიდატურას. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button