ახალი ამბები

ევროკავშირის და თურქეთის წარმომადგენლები აფხაზეთს სტუმრობენ

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 31 მაისს სოხუმში შეხვედრები გამართა თურქეთის ელჩთან საქართველოში ერთან თეზგორთან და საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელთან ტორბენ ჰოლცესთან, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.


სააგენტოს ცნობით, სერგეი ბაღაფშთან გამართულ შეხვედრაზე თურქეთის ელჩმა განაცხადა, რომ თურქეთს შეუძლია უფრო აქტიური როლი ითამაშოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში.


სერგეი ბაღაფშსა და ტორბენ ჰოლცეს შორის გამართული მოლაპარაკებების მთავარ თემას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პოსტ-კონფლიქტური სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება წარმოადგენდა, იტყობინება “აფსნიპრესი“.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button