ახალი ამბები

ევროკავშირი, ნატო და ეუთო ბაზებზე რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას მიესალმებიან

ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხავიერ სოლანა, ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე დიმიტრი რუპელი 31 მაისს მიესალმნენ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას, რომელშიც მოსკოვი იღებს ვალდებულებას თავისი სამხედრო ბაზები საქართველოდან 2008 წლის განმავლობაში გაიყვანოს.


“ევროკავშირი ელის მხარეებს შორის ყოვლისმომცველი შეთანხმების ხელმოწერას“, განაცხადა ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ.


“ამ გრძელვადიანი საკამათო საკითხის მოგვარების პროცესში, ორივე მხარემ ურთიერთპატივისცემისა და მრავალმხრივი ვალდებულებების განხორციელების საფუძველზე განავითარა ურთიერთობები და გააძლიერა უსაფრთხოება კავკასიის რეგიონში“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.


“ეს განცხადება ხაზს უსვამს მნიშვნელოვან პროგრესს ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებებში ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში დგას და ქმნის კონსტრუქციულ საფუძველს მეზობლური ურთიერთობების განვითარებისთვის“, აღნიშნა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button