ახალი ამბები

დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო: შეტაკებაში ოსური წარმოშობის რუსეთის მოქალაქეები დაიღუპნენ

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ოთხი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც 29 მაისს ქართულ პოლიციასთან შეტაკებაში გარდაიცვალნენ, ოსური წარმოშობის რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, იტყობინება თვითგამოცხადებული რეგიონის თავდაცვის სამინისტრო.


სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ინციდენტში ქართულ მხარეს ადანაშაულებს და იმ პირების გადაცემას მოითხოვს, რომლებმაც ოსი სამხედროების მანქანაზე თავდასხმა განახორციელეს.


ინციდენტის შედეგად, რომელიც სოფელ თამარაშენის მახლობლად მოხდა, ერთი ქართველი პოლიციელი გარდაიცვალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button