ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო იერუსალიმის პატრიარქის გადადგომას მხარს არ უჭერს

საქართველოს საპატრიარქო მხარს არ უჭერს იერუსალიმის პაქრიარქის ირინეუს პირველის გადადგომას, რომელსაც ბრალი ისრაელის ხელისუფლებისთვის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილი მიწების იჯარით გაცემაში ედება.


საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციამ საკუთარი პოზიცია 24 მაისს სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქის რეზიდენციაში მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეკრებაზე დააფიქსირეს.


საპატრიარქოს წარმომადგენლის ზურაბ ცხოვრებაძის განცხადებით, პატრიარქის ასეთი მეთოდით გადაყენება არ შეესაბამება მართმადიდებლური რელიგიის მოქმედ კანონებსა და ტრადიციებს.


“ასეთი საკითხების განხილვა არ ხდება საჯაროდ, გადაწყვეტილება  [პატრიარქის გადადგომის შესახებ] თავად იერუსალიმის საპატრიარქომ უნდა მიიღოს“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ზურაბ ცხოვრებაძემ და დასძინა, რომ თავად პატრიარქი [ირინეუსი] თავს დამნაშავედ არ ცნობს. 


საქართველოს ეკლესია ერთადერთი იყო, რომელმაც მხარი არ დაუჭირა იერუსალიმის პატრიარქის გადადგომას. მხარდაჭერისაგან თავი შეიკავეს ანტიოქიისა და პოლონეთის მართმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა. სტამბოლის შეხვედრას არ ესწრებოდნენ ბულგარეთის, ჩეხეთის, სერბეთის და სლოვაკეთის წარმომადგენლები.


საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას დელეგაციის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთებს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button