ახალი ამბები

პარლამენტმა პროფიციტული ბიუჯეტი დაამტკიცა

20 მაისს საქართველოს პარლამენტმა 118 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი 2005 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს, რომლის მიხედვით ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2,7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.


86,8 მლნ ლარით გაზრდილი ხარჯებიდან 40 მლნ ლარი სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციას მოხმარდება, ხოლო 46 მლნ ლარი თავდაცვის სამინისტროს მიერ გახორციელებული შესყიდვების საბაჟო გადასახადს.


2005 წლის ბიუჯეტში შეტანილი ეს ცვლილებები ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტში მესამე პროფიციტული ცვლილებაა. გასული წლის აგვისტოში ბიუჯეტი 223 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წელს აპრილში ზრდამ 446 მლნ ლარი შეადგინა. სამივე შემთხვევაში გამოკვეთილი პრიორიტეტი თავდაცვის სფერო იყო. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button