ახალი ამბები

ბურჯანაძეს ბაზებზე მოლაპარაკებებში პროგრესის იმედი აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 20 მაისს მიანიშნა იმ პერსპექტივის არსებობის თაობაზე, რომ ქართულ და რუსულ მხარეებს შორის რუსული ბაზების გაყვანის თაობაზე 23 მაისს თბილისში  დანიშნული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იქნება.


“რუსული მხარის ბოლოდროინდელი წინადადება, განსაკუთრებით მისი რამდენიმე ნაწილი, ნამდვილად მისაღებია ჩვენთვის და იმედი გვაქვს, რომ ორშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იქნება“, განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button