ახალი ამბები

სოროსი საქართველოს ეწვევა

ცნობილი მილიარდელი, ფილანტროპი ჯორჯ სოროსი, “ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ და სოროსის ფონდების ქსელის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, მაისის ბოლოს სამდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იტყობინება ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო“.


სოროსი მონაწილეობას მიიღებს “ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ თბილისის ოფისის გახსნის 10 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაში.    


გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯ სოროსი შეხვდება საქართველოს ოფიციალურ პირებს, ქართული მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button