ახალი ამბები

სოხუმი თბილისის “სამხედრო რიტორიკის“ გამო შეშფოთებას გამოხატავს

საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა 19 მაისს მიიღო განცხადება, სადაც შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოს ოფიციალური პირების, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის, “მილიტარისტული განცხადებების“ გამო.


“სამწუხაროდ, არ გამართლდა ის იმედები, რომ საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა გახდებოდა დემოკრატიული ღირებულებების და უფრო კონსტრუქციული საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერი. აფხაზეთის წინააღმდეგ გაკეთებული აგრესიული განცხადებები ადასტურებს, რომ თბილისს არ გააჩნია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგია,“ ნათქვამია განცხადებაში.


თუმცა, განცხადებაში არ არის დაზუსტებული კონკრეტულად რომელ განცხადებებს გულისხმობენ აფხაზი კანონმდებლები. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button