skip to content
ახალი ამბები

ზუგდიდში დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს

სამართალდამცავმა ორგანოებმა 20 მაისს ზუგდიდის რაიონის, სოფელ ნაწულუკუში მდებარე ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.


შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა განცხადებით, აღმოჩენილია რუსული წარმოების იარაღი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, ნაღმტყორცნები, მართვადი და არა მართვადი რეაქტიული ჭურვები. 


აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button