ახალი ამბები

ბურჯანაძე სოხუმში ბელორუსი კოლეგის ვიზიტს აპროტესტებს

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ბელორუსის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თვითგამოცხადებულ აფხაზეთში კიდევ ერთ დემონტრირებაა იმისა, რომ ბელორუსს “დემოკრატიის და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ სვლა სიკეთეს არ მოუტანს“. თუმცა ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა, რომ მისი განცხადება ბელორუს ხალხს არ ეხება.


15 მაისს აფხაზეთს არაოფიციალური ვიზიტით ეწვია ბელორუსის პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70–კაციანი დელეგაცია, რომელთაც ხელმძღვანელობდა პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ კონოპლიოვი, იუწყება “აფსნიპრესი“ 18 მაისს.


ბელორუსის დელეგაცია მიიღო თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ნუგზარ აშუბამ, რომელმაც აღნიშნა, რომ დაინტერესებულია “აფხაზეთ–ბელორუსს” შორის ურთიერთობების გაღრმავებით. მისი თქმით, იგეგმება აფხაზური დელეგაციის საპასუხო ვიზიტი ბელორუსში.


19 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არ უკვირს, როცა ბელორუსი კოლეგები “ელემენტარულ ცივილიზებულ ნორმებს, მათ შორის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს არღვევენ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button