ახალი ამბები

ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩის გამოწვევა უკმაყოფილებას იწვევს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი ლანა ღოღობერიძე მაშინ გამოიწვია, როცა იგი 16–17 მაისს ევროპის საბჭოს ვარშავის სამიტზე თან ახლდა პრეზიდენტ სააკაშვილს.


პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის განცხადებით, ღოღობერიძის შემთხვევაშიც იგივე გამეორდა, რაც ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ბრიუსელში ვიზიტის დროს მოხდა, როცა ევროკავშირში საქართველოს ელჩი კოტე ზალდასტანიშვილი გამოიწვიეს. გაბაშვილის განცხადებით, მსგავსი ქმედებები საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან “არაეთიკურია“.


ლანა ღოღობერიძეს უფლებამოსილების ვადა 1 მაისს ამოეწურა, თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სპეციალური განკარგულებით მას ეს ვადა 1 ივლისამდე გაუგრძელა.


თუმცა თავად ღოღობერიძე “რუსთავი 2“–თან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ “ეს პრაქტიკულად გამოწვევას ნიშნავს“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button