
ახალი ამბები
ბუშმა საქართველოში აშშ–ს ახალი ელჩი დაასახელა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჯონ ტეფტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩად დაასახელა, იტყობინება აშშ-ის პრეზიდენტის პრეს-მდივნის ოფისი 17 მაისს.
ჯონ ტეფტი ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
მანამდე ჯონ ტეფტს აშშ-ის ეროვნულ სამხედრო კოლეჯში საერთაშორისო საქმეთა მრჩევლის თანამდებობა ეკავა. იგი ასევე მსახურობდა აშშ-ის ელჩად ლიტვაში.
აშშ-ის ახლანდელ ელჩს რიჩარდ მაილსს, რომელიც საქართველოში 2002 წლის აპრილიდან მსახურობს, როტაციის ვადა გაუვიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)