skip to content
ახალი ამბები

რვა ენერგოობიექტის პრივატიზაციაზე განაცხადების მიღება დაიწყო

16 მაისიდან ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რვა ენერგოობიექტზე საპრივატიზაციო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. ეს პროცესი 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.


ენერგოობიექტების ნუსხაში შესულია ექვსი ჰიდროელექტროსადგური: “რიონჰესი“,  “გუმათჰესის კასკადი“,  “ლაჯანურჰესი“ , “ძევრულჰესი“, “შაორჰესი“ და “აწჰესი“; და ორი სადისტრიბუციო კომპანია: შპს “აჭარის ენერგოკომპანია“ და სს”საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“.


ყველა საპრივატიზაციო ენერგოობიექტის აქციათა 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button