ახალი ამბები

გოცირიძე აფხაზეთში რუსული ბანკების გააქტიურებას აპროტესტებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ 16 მაისს თავის რუს კოლეგასთან გაგზავნილ წერილში შეშფოთება გამოხატა ბოლო პერიოდში, რუსეთის ფედერაციის კომერციული ბანკების მხრიდან აფხაზურ კომერციულ ბანკებთან კონტაქტების გააქტიურებისა და უკანონო საქმიანობის გამო.


“შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ რუსეთის მთელი რიგი კომერციული ბანკების მხრიდან აფხაზეთის ბანკების თავიანთ სისტემაში ინკორპორირება ხდება, რაც აშკარად ეწინააღმდეგება როგორც დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა მიერ მიღებულ შესაბამის გადაწყვეტილებებს, ისე თავად რუსეთის შიდა კანონმდებლობას“, ნათქვამია წერილში.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას ფულის გათეთრების პრობლემაზე ამახვილებს, “არაკონტროლირებადი და უკანონო საბანკო რეჟიმი, რომელშიც რუსული ბანკები მონაწილეობენ, ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის უკანონო და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციისთვის“.


რომან გოცირიძე მიუწოდებს თავის რუს კოლეგას მიიღოს შესაბამისი ზომები არსებული მდგომარების გამოსასწორებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button