skip to content
ახალი ამბები

ოქრუაშვილი: რუსული ბაზების დროულად გასაყვანად ბევრი ბერკეტი არსებობს

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ბევრი ბერკეტი გააჩნია ახლქალაქიდან და ბათუმიდან რუსული სამხედრო ბაზების დროულად გასაყვანად.


“ფინანსურ სანქციებთან ერთად, ჩვენ გაცილებით უფრო ეფექტური ბერკეტები გაგვაჩნია“, განუცხადა 15 მაისს ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა და აქვე დასძინა, “მაგრამ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ლიბერალურები, რათა არ გამწვავდეს სიტუაცია და [საქართველო-რუსეთს შორის] შეთანხმებით დასრულდეს ეს [მოლაპარაკებათა] პროცესი“.


16-17 მაისს, შესაძლოა, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ვარშავაში შეხვედრა შედგეს, სადაც ევროპის საბჭოს სამიტს სალომე ზურაბიშვილი და მისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი ესწრებიან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button