
ახალი ამბები
წმინდა გიორგის სახელობის პირველი ორდენით ჯორჯ ბუში დაჯილდოვდა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 10 მაისს თავისუფლების მოედანზე, სადაც აშშ–სა და საქართველოს პრეზიდენტების საჯარო მიმართვას ათასობით საქართველოს მოქალაქე ესწრებოდა, საზეიმო ვითარებაში გადასცა აშშ–ს პრეზიდენტს წმინდა გიორგის სახელობის ორდენი, რომელიც ამ ჯილდოს პირველი კავალერი გახდა საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
“აშშ იყო პირველი ქვეყანა, ვინც გვერდზე დაუდგა ქართველებს თავისუფლებისათვის ბროლის საქმეში“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“მაგრამ მიუხედავად “ვარდების რევოლუციისა“ საქართველოსთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია აშშ–ს მხარდაჭერა… ჩვენ გვჭირდება დამატებითი გარანტიები ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად“, დასძინა სააკაშვილმა.