ახალი ამბები

ლებედკო თბილისისა და კიევის მსგავსად მინსკში მოვლენების ქუჩაში გაგრძელებას არ გამორიცხავს

თბილისში მყოფმა ბელორუსის ოპოზიციის ლიდერმა ანატოლი ლებედკომ არ გამორიცხა მისი შეხვედრა აშშ–ს პრეზიდენტთან ან მის გარემოცვასთან, რომლებიც საქართველოს 9–10 მაისს ეწვევიან. 


“პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება“, განაცხადა 9 მაისს “რუსთავი 2“–ის ეთერში ლებედკომ, მისი თბილისში ჩამოსვლის თარიღის აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტთან დამთხვევის ფაქტთან დაკავშირებით.


ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერი 2006 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებისას არ გამორიცხავს მოვლენების “ქუჩაში გაგრძელებას, ისე როგორც თბილისში და კიევში მოხდა“.


“ჩვენ ვეყრდნობით მოსახლეობას, რომელთა უმრავლესობა უკვე მზად არის მხარი დაუჭიროს ახალ პიროვნებას [ბელორუსის ლიდერად]. არ ვიცი რა ფერი იქნება არჩეული [რევოლუციისთვის], მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობა იზეიმებს“, დასძინა ლებედკომ. 


 

მსგავსი/Related

Back to top button