ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი “აზიის განვითარების ბანკის” წლიურ შეხვედრას დაესწრება

ფინანსთა მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი დღეს სტამბოლში 5-6 მაისს დაგეგმილ “აზიის განვითარების ბანკის“ წლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში გაემგზავრა.


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ გამოხატა მზადყოფნა და გახდა “აზიის განვითარების ბანკის“ წევრი ქვეყანა და “ეს სურვილი ორგანიზაციაში წარდგენილი ოფიციალური განაცხადით დაადასტურა“, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.


ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია “აზიის განვითარების ბანკთან“ აქტიური თანამშრომლობა. “ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით“, დასძინა ჩეჩელაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button