skip to content
ახალი ამბები

სტიქიით დაზარალებული რეგიონები საერთაშორისო დახმარებას იღებენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოში სტიქიით დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად 100 ათასი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გამოიყო.


სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის 15 ტონა სხვადასხვა სახეობის პირველადი მოხმარების ნივთები გამოგზავნა ნორვეგიის მთავრობამ.


საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინიციატივით, 50 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია უკვე გაიგზავნა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში.   


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს 28 აპრილს მიმართა და იმ მოთხოვნილებების ნუსხა გადასცა, რომელთა საჭიროებაც არსებობს წყალდიდობით და მეწყერით დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button