skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში რუს ბიზნესმენებს შეღავათიან გადასახადებს პირდება

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 11 აპრილს განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის შეღავათიანი საგადასახადო სისტემა შექმნას რუსი ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ინვესტიციებს განახორციელებენ რეგიონში, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“.


სერგეი ბაღაფში სიტყით გამოვიდა კონფერენციაზე აფხაზეთი 2005 – მშენებლობა, არქიტექტურა, ახალი ტექნოლოგიები, რომელიც სოხუმში 11 აპრილს გაიხსნა და რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, ათობით რუსული სამშენებლო ფირმები იღებენ მონაწილეობას.


ბაღაფშის თქმით, აფხაზეთი მზად არის განიხილოს საზღვრის გადაკვეთის და საბაჟო წესები, ასევე შექმნას ყველა საჭირო პირობა ინვესტირებისთვის.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button