ახალი ამბები

ბუში საქართველოს მაისში ეწვევა

აშშ–ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში 6–10 მაისს ლატვიას, ნიდერლანდებს, რუსეთსა და საქართველოს ეწვევა, ნათქვამია 24 მარტს “თეთრი სახლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


“პრეზიდენტი ბუში ვიზიტს საქართველოთი დაასრულებს, სადაც ის კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას დემოკრატიისადმი, ისტორიული მნიშვნელობის მქონე რეფორმებისადმი და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისადმი”, ნათქვამია “თეთრი სახლის“ განცხადებაში.


სავარაუდოდ, ჯორჯ ბუში საქართველოში მოსკოვიდან 10 მაის ჩამოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button