skip to content
ახალი ამბები

აშშ მიესალმება საქართველოს სამშვიდობო გეგმას სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია სამხრეთ ოსეთის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებით.


“რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ყველანაირ მცდელობას, რომელიც სამხრეთ ოსეთის და სხვა რეგიონების საკითხების მშვიდობიანი მოგვარებისკენაა მიმართული. ჩვენ ასევე მივესალმებით პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას გარკვეული წინადადებების შეთავაზების თაობაზე და მომავალშიც აქტიურად მივადევნებთ თვალს სიტუაციის განვითარებას“, განაცხადა რიჩარდ ბაუჩერმა.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა წარმოადგინა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button