skip to content
ახალი ამბები

შოთა ჭიჭიაშვილს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ადამიანის გატაცებასა და მკვლელობაში ბრალდებულ შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილს დღეს უზენასესმა სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დამნაშვე სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.


სასამართლომ შოთა ჭიჭიაშვილი დამნაშავედ ცნო 2000 წელს ორი ესპანელი ბიზნესმენის და 2002 წელს ქართველი პარლამენტარის პეტრე ცისკარიშვილის გატაცებაში.


ჭიჭიაშვილი 2003 წლის 24 ივლისს მოსკოვში დააკავეს, რის შემდეგაც მისი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა.

Back to top button