skip to content
ახალი ამბები

საქართველო აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის მიმართ სიფრთხილეს იჩენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 10 იანვარს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრთან იგორ ლევიტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აღდგენამდე მთელი რიგი პირობებია შესასრულებელი.


“რკინიგზის აღდგენა რიგ პირობებს უკავშირდება. მეორე მხრივ, სიტუაცია აფხაზეთში ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. რკინიგზის აღდგენა არ ყოფილა ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, თუმცა ამავე დროს პირობების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.


რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა იგორ ლევიტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსი ექსპერტები ამჟამად აფასებენ იმ მოთხოვნებს, მათ შორის ფინანსურს, რომლებიც სოხუმიდან საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრამდე რკინიგზის აღდგენას სჭირდება.


გასულ ნოემბერს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ერთობლივი რუსულ-ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული კომპანიის შექმნა შესთავაზა, რომელიც იმუშავებს ტრანსკავკასიის რკინიგზის აღდგენაზე, რომლის ფუნქციონირებაც 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების შემდეგ შეწყდა.

მსგავსი/Related

Back to top button