
ახალი ამბები
ზურაბ ჟვანია ცხინვალში ედუარდ კოკოითს შეხვდება
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია სახელმწიფო მინისტრთან კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავასთან ერთად დღეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გაემგზავრება და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.
დაგეგმილია ზურაბ ჟვანიას შეხვედრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან.
გოგა ხაინდრავას განცხადებით, შეხვედრაზე განიხილება აქამდე მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხები, მათ შორის ჟვანიასა და კოკოითს შორის 5 ნოემბერს სოჭში მიღწეული შეთანხმება რეგიონის დემილიტარიზაციის თაობაზე.
“ამ შეხვედრაზე, რომელიც ფორმალური ხასიათის იქნება, რაიმე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული“, განუცხადა გოგა ხაინდრავამ 29 დეკემბერს ჟურნალისტებს.
პრემიერ-მინისტრი ასევე მოინახულებს კონფლიქტის ზონაში მყოფ ქართველ სამშვიდობოებს.