
რუსეთის საგარეო უწყება გასული წლის მიღწევასა და მომავალ გეგმებზე
რუსეთის საგარეო უწყება 2004 წლის საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს შორის მოსკოვის ცალკე დამსახურებად მიიჩნევს სამხრეთ ოსური კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას.
“რუსეთის საშუამავლო მისიის შედეგად თავიდან იქნა აცილებული კონფლიქტის ესკალაცია საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის”, ნათქვამია მიმდინარე წლის რუსეთის საგარეო პოლიტიკის შემაჯამებელ ინფორმაციაში, რომელიც 28 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
იმავე დღეს რუსეთის საგარეო უწყება აქვეყნებს საერთაშორისო ურთიერთობებში 2005 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელთა შორისაა დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება.
“კვლავაც შევიტანთ კონსტრუქციულ წვლილს პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების დარეგულირებაში”, აღნიშნულია რუსეთის დიმპლომატიის 2005 წლის გეგმებში.