skip to content
ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად ახალი მოძრაობა შეიქმნა

საინფორმაციო წყაროების ცნობით, გიორგი ანდრიაძემ, რომელმაც საპატრიარქოს საპარლამენტო მდივნის პოსტი გასულ კვირას დატოვა, გააკეთა განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობის “ნაციონალური ლობის” დაფუძნების შესახებ.


როგორც ანდრიაძე აცხადებს, მოძრაობის მიზანია “მართლმადიდებლური ეკლესიისა და ქართული ეროვნული ღირებულებების” დაცვა.


მან განაცხადა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველი “თავისუფლების ინსტიტუტი” და სასულიერო პირთა ერთი ჯგუფი ძირს უთხრის საქართველოს მართლმედიდებელ ეკლესიას.


მას შემდეგ, რაც ლიბერალური სასულიერო პირების მცირე ჯგუფმა, რომელსაც სათავეში დეკანოზი ბასილ კობახიძე უდგას, გააკრიტიკა ეკლესიის ხელმძღვანელობა კორუფციისა და არასწორი მართვის გამო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი სიტუაცია მედიისა და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.


კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი ხელმძღვანელობა “ფანატიზმით არის შეპყრობილი”, რაც ეკლესიის იზოლაციაში მოქცევასა და მასსა და დანარჩენ სამყაროს შორის უფრსკულის გაჩენას უწყობს ხელს.


14 დეკემბერს წმინდა სინოდის შეკრებაზე მოუწოდეს მედიასა და პოლიტიკოსებს თავი შეიკავონ ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევისაგან. წმინდა სინოდმა, რომელიც ეკლესიის მმართველ ორგანოს წარმოადგენს, ამავე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ბასილ კობახიძისათვის მღვდელთმსახურების უფლების ჩამორთმევის შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button