ახალი ამბები

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტმა გამარჯვებულად სერგეი ბაღაფში ცნო

საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის” ცნობით, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტმა დღეს სპეციალური დადგენილება მიიღო, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის ლიდერი სერგეი ბაღაფში აღიარა.


აფხაზეთის პარლამენტმა 3 ოქტომბერს ჩატარებული დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩვენები შემდგარად გამოაცხადა და ბაღაფში არჩეულ პრეზიდენტად მას შემდეგ აღიარა, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 ოქტომბრის შემაჯამებელი ოქმი, უზენაესი სასასმართლოს 28 ოქტომბრის დადგენილება და სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას საარჩევნო დარღვევების შესახებ სარჩელი განიხილა.


პარლამენტის გადაწყვეტილებით, ხელისუფლებას დაევალა კონსტიტუციურ ვადებში უზრუნველყოს ახლადარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების  ცნობის საზეიმო ღონისძიების ორგანიზება.


აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით, ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 6 დეკემბერს უნდა შედგეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button