ახალი ამბები

რუსული მედიის ცნობით, ჩეჩნეთში საქართველოს მკვიდრი დაქირავებული მებრძოლი დააკავეს

რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, ჩეჩნეთში დააკავეს დაქირავებული მებრძოლი საქართველოდან. ამ ინფორმაციას 4 ნოემბერს “რია ნოვოსტი” ჩრდილოეთ კავკასიაში კონტრტერორისტული ოპერაციების სამმართველოს რეგიონული ოპერატიული შტაბის პრეს-რელიზზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ჯერ კიდევ იანვარში ორი ბოევიკი იქნა დაკავებული, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ერთი მათგანი დაქირავებული იყო. 


“ის არის საქართველოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული, სოფელ ჯოყოლოს [პანკისის ხეობა] მკვიდრი. ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, იგი 2002 წლიდან უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრია”, აცხადებს “რია ნოვოსტი” ოპერატიული შტაბის ცნობაზე დაყრდნობით.


ამავე ცნობის მიხედვით, მასთან ერთად დააკავეს ბანდის მეორე წევრი – ურუს-მარტანის რაიონული ცენტრის [ჩეჩნეთი] მცხოვრები. “ორივე ბანდიტი იაკუბ ბასნუკაევის იმ ბანდფორმირების წევრია, რომელიც ურუს-მარტანის რაიონის ტერიტორიაზე მოქმედებს”, ნათქვამია პრეს-რელიზში.


 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button