skip to content
ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი საგადასახადო კოდექსის პროექტში ცვლილებების შეტანას არ აპირებს

ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, იგი არ აპირებს ახალი საგადასახადო კოდექსის ადმინისტრაციულ ნაწილში შენიშვების გათვალისწინებას და აცხადებს, რომ “ეს ნაწილი უცვლელი დარჩება”.
 
“პრინციპული შენიშვნები, რომლებიც ადმინისტრაციულ ნაწილს ეხება, არ იქნება მიღებული“ , განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა 28 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.


არადა ახალი კოდექსის მიმართ ექსპერტების მიერ გამოთქმულ შენიშნვნებს პარლამენტის საფინანასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით “ბოლო არ უჩანს” და იგი რამოდენიმე ასეულს აღწევს.


ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ის ვინც ადმინისტარაციული ნაწილის წინააღმდეგ გამოდის “არგადამხდელების ლობისტია“. ახალ საგადასახადო კოდექსს, რომელიც გადასახადების 21-დან 8-მდე შემცირებას ითვალისწინებს, ზურაბ ნოღაიდელი ყველაზე ლიბერალურს უწოდებს.
 
ახალი საგადასახადო  კოდექსის პროექტი განსახილველად პარლამენტიში უკვე წარდგენილია.

Back to top button